მიხეილ სააკაშვილი – ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ვფიქრობ, ციხე არ ელით

ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მათ შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვათ, ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ციხე არ ელით.
„ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო – მათ იციან სიმართლე ეროსი კიწმარიშვილის „თვითმკვლელობის“ და შემდეგ ეროსის ოჯახის ჩაჩუმების შესახებ.
ისინი მონაწილეობდნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და ასევე, 2022-დან რუსული ფულის გათეთრებაში.
მათ იციან ყველა დეტალი რუსთავის ციხეში ჩემს მოწამვლაზე, ამიტომ მათ შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ციხე ვფიქრობ, არ ელით“, – წერს სააკაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს