მიხეილ სააკაშვილი – ქსელური მაღაზიები თავისუფალ ეკონომიკაში დაინტერესებულები არიან გაყიდონ მაქსიმალურად იაფად და ბევრი – როცა სახელმწიფო კორუმპირებულია, დგება კარტელური გარიგებები ჩინოვნიკების მონაწილეობით

ქსელური მაღაზიები თავისუფალ, არაკორუმპირებულ ეკონომიკაში დაინტერესებულები არიან გაყიდონ მაქსიმალურად იაფად და ბევრი – როცა სახელმწიფო კორუმპირებულია, მაშინ დგება კარტელური გარიგებები ჩინოვნიკების მონაწილეობით,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვას გამოეხმაურა.
„ქსელური მაღაზიები თავისუფალ, არაკორუმპირებულ ეკონომიკაში დაინტერესებულები არიან გაყიდონ მაქსიმალურად იაფად და ბევრი.
ხოლო როცა სახელმწიფო კორუმპირებულია, მაშინ დგება კარტელური გარიგებები ჩინოვნიკების მონაწილეობით.
ამ გარიგებაში მონაწილეობს ასევე, იმპორტიორთა კარტელი, საბაჟო გადასახადი და ასე დგინდება სპეციალური ფასები და ხდება ფულის გადანაწილება“,- წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ „აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ“. ამასთან, ის ინიციატივით გამოდის, რომ საკითხის შესაფასებლად საპარლამენტო კომისია შეიქმნას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება