: სხვა უბედურებებთან ერთად, ეს დამართა ივანიშვილმა ჩვენს ქვეყანას. როგორც 90-იან წლებში განადგურდა მთელი თაობა, ამანაც მთელი თაობა გაანადგურა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, :
ჩემი ერთგული დაცვის ოფიცერი და ძალიან კარგი ადამიანი, გიორგი რუბაშვილი გარდაიცვალა გულის შეტევით. უბრალოდ ვერ გაუძლო ძალიან მძიმე შრომას ამერიკაში.
ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 9 თვე იმუშავა მაშინდელ ბობოლა ქოცებთან და მერე მომწერა რომ გული ერევა ისეთ საზიზღრობებს აკვირდება და ვეღარ ძლებს სამსახურში, მიუხედავად მაღალი ხელფასისა.
მე დავეხმარე ამერიკაში სტატუსის მოპოვებაში და მან ხელი მიჰყო მძიმე შრომას. ისევე როგორც, ზუსტად ასევე, ამერიკაში წამოვიდა თავდაცვის სამინისტროს, -ს ბევრი მაღალპროფესიონალური ოფიცერი და იმის მაგივრად, რომ თავისი მაღალი კვალიფიკაცია და თავდადება გამოეყენებინათ საკუთარ სამშობლოზე, მუშაობენ მძიმე სამუშაოებზე კაპიკებად.
სხვა უბედურებებთან ერთად, ეს დამართა ივანიშვილმა ჩვენს ქვეყანას. როგორც 90-იან წლებში განადგურდა მთელი თაობა, ამანაც მთელი თაობა გაანადგურა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად