მიხეილ სააკაშვილი: სინამდვილეში ნიკოლეიშვილიც და გიორგობიანიც პირადად მე მოვხსენი კორუფციის გამო, ჩვენი მმართველობის საწყის ეტაპზე და გიორგობიანი ციხეს გერმანიაში დაემალა, საიდანაც ის ივანიშვილმა დააბრუნა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
Formula • ფორმულა აშუქებს რუსული აგენტურის შექმნას და ამბობს რომ “პარტიაში გაერთიანდნენ სააკაშვილის ხელისუფლების გენშტაბის უფროსი ნიკოლეიშვილი და სააკაშვილის ხელისუფლების სატყეო დეპარტამენტის დირექტორი გიორგობიანი, რომელსაც კორუფციაში ედებოდა ბრალი”.
როგორი სამარცხვინო ფორმულირებაა ფორმულავ? ამ შემთხვევაში რითი სჯობიხართ “იმედს”? ოღონდ რამენაირად ჩემკენ გამოიშვიროთ ხელი. არაფერია იმაზე თუ ვინ ადანაშაულებდა კორუფციაში გიორგობიანს.
სინამდვილეში ნიკოლეიშვილიც და გიორგობიანიც პირადად მე მოვხსენი კორუფციის გამო, ჩვენი მმართველობის საწყის ეტაპზე და გიორგობიანი ციხეს გერმანიაში დაემალა, საიდანაც ის ივანიშვილმა დააბრუნა.
სინამდვილეში ჩემს დროს ვავლენდით და ვსჯიდით კორუმპირებულ და პრო-რუსულ ელემენტებს და 2012 ში ივანიშვილმა ეს ნაგავი ამოქექა და საზოგადოებას თავზე დაასვა.
გთხოვთ გაავრცელოთ ეს პოსტი რათა ის უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ვიდრე “ფორმულას” ჟურნალისტის ცრუ ნარატივი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს