მიხეილ სააკაშვილი – სახელისუფლებო ვერტიკალში ცვლილებები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უნარიან და ნიჭიერ ახალგაზრდებს ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ აქვთ

სახელისუფლებო ვერტიკალში ცვლილებები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უნარიან და ნიჭიერ ახალგაზრდებს ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ახალგაზრდები.
„სახელისუფლებო ვერტიკალში ცვლილებები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უნარიან და ნიჭიერ ახალგაზრდებს ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ აქვთ. ჩემი ყველა ახლობლის შვილი ტოვებს ან უკვე დატოვა ქვეყანა.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ახალგაზრდები და მათ გზა საკუთარ ქვეყანაში გავუხსნათ!“ – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა