: “საქართველო იმსახურებს უკეთესს” – სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია!

“საქართველო იმსახურებს უკეთესს” – სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია! ის ნიშნავს, რომ პრინციპში ყველაფერი ასე თუ ისე წესრიგშია, მაგრამ უკეთესიც შეიძლება.
ნუთუ მთლად დავბრმავდით თუ რა ხდება? საქართველო დღეს სრული განადგურების პირასაა მიყვანილი, უკიდურესად დაცემულ, დამცირებულ მდგომარეობაში იმყოფება.
ჩვენ არა მხოლოდ დავკარგეთ ჩვენი მსოფლიო როლი, რომელიც უდავოდ გაგვიჩნდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, არამედ რეგიონშიც კი აღარ ვართ ლიდერები, რაც არასდროს მომხდარა ისტორიულად. ამიტომ აქ უნდა ვისაუბროთ არა “უკეთესზე”, არამედ საქართველოს გადარჩენაზე და ისტორიული სიდიადის აღდგენაზე.
ჩემთვის მიუღებელია დავარცხნილი, ფსევდო-დემოკრატიული რიტორიკა. გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება ჩვენი ისტორიული მისიის გააზრება და მისკენ გაბედული ნაბიჯებით სვლა.
“შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი” – ძალიან მავნე გეგმაა, მაშინ როცა არცერთი დღე არ არის დასაკარგი საქართველოს გადარჩენის საკითხში. მინდა მივმართო ყველას, ვინც ჩემსავით ფიქრობს, გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ,” –  წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი .

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია – სააკაშვილმა ისიც მოყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა, რატომ იყო მისი მოციქული ხელისუფლებასთან, მისი „ვივამედში“ ყოფნის დროსაც! – რა გარიგება დაიდო და ბოლოს რაში „გადააგდეს“

ნიკა მელია – სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ჩემს მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე ახრჩობს – მისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია – სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია