მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი „ფეისბუქ პოსტი“ შინაარსით – „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“, არასწორად გავრცელდა და შესაბამისად, “დამსახურებული რეაქცია გამოიწვია”.

სააკაშვილმა მოგვიანებით, აღნიშნული განცხადება დაარედაქტირა და დაწერა, რომ ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს.

„შეცდომაა ამდენი ხალხის გამოსვლა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება.

პ.ს. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად, ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია.

რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს.

ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის”, – წერს სააკაშვილი განახლებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მანამდე მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქზე” ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება – ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან