– საერთოდ არ მესმის რა შუაშია „სუპერპაკის” იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები – მე ვისაუბრე „ნაციონალური მოძრაობის“ “პაკ”-ზე

არ მესმის რა შუაშია „სუპერ პაკის“ იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები და მედიის ზოგიერთ საშუალებაში ამ თემაზე სპეკულაცია – სხვა პარტიებსაც შეუძლიათ შექმნან „პაკი“ და იქ ისეთი ხალხი მიიზიდონ, ვინც თავისი შეხედულებებით უფრო ახლოს არიან მათთან. ხალხს საკმაოდ მობეზრდა ერთი და იგივე ადამიანების ყურება ეკრანებზე,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დროა ფართო საზოგადოებამ ქვეყნის გადარჩენის საკითხი საკუთარ ხელში ამა თუ იმ ფორმით აიღოს.
„საერთოდ არ მესმის რა შუაშია „სუპერ პაკის“ იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები და მედიის ზოგიერთ საშუალებაში ამ თემაზე სპეკულაცია.
ამერიკის მაგალითს მაინც შეხედეთ, რესპუბლიკელების „პაკის“ თემას არავინ არ ეკითხება დემოკრატებს და პირიქით, მე ვისაუბრე „ნაციონალური მოძრაობის” „პაკზე“ და ამ ერთობის კომიტეტში მაქვს ძალიან სერიოზული ადამიანების გაერთიანების მოლოდინი.
ჩემს ფუნქციას პოლიტიკაში ახალი ხალხისთვის გზის გახსნაში ვხედავდი ყოველთვის, საქართველოშიც და უკრაინაშიც.
სხვა პარტიებსაც შეუძლიათ შექმნან „პაკი“ და იქ ისეთი ხალხი მიიზიდონ, ვინც თავისი შეხედულებებით უფრო ახლოს არიან მათთან.
ხალხს საკმაოდ მობეზრდა ერთი და იგივე ადამიანების ყურება ეკრანებზე. დროა ქვეყნის გადარჩენის საკითხი საკუთარ ხელში ამა თუ იმ ფორმით ფართო საზოგადოებამ აიღოს”,-წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ