ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთს ყველაფერი უკან უბრუნდება, ქოცბანდას კი უნდა ამ იმპერიას ჩაგვატანოს საფლავში - არ გამოუვათ!

რუსეთს ყველაფერი უკან უბრუნდება, ქოცბანდას კი უნდა ამ იმპერიას ჩაგვატანოს საფლავში,არ გამოუვათ! , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განცხადებაში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა.
სააკაშვილი თქმით, რუსეთს პირველად გაუჩნდა საკუთარი ლტოლვილები, რომელთა რაოდენობა სწრაფად იზრდება.
„რუსეთის კურკის და ბელგოროდის ოლქებში შიდა გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. რუსეთს პირველად გაუჩნდა საკუთარი ლტოლვილები, რომელთა რაოდენობა სწრაფად იზრდება.
ყველას გვახსოვს, რომ რუსეთმა აფხაზეთში, შიდა ქართლში , აღმოსავლეთ უკრაინაში მილიონობით ადამიანი აქცია ლტოლვილად.
ახლა ამ ქვეყანას ყველაფერი უკან უბრუნდება, ქოცბანდას კი უნდა ამ იმპერიას ჩაგვატანოს საფლავში.
არ გამოუვათ!“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.