ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი - რეჟიმთან ყველა მეთოდით ბრძოლისა და პირადი თავდადების გარდა, სხვა არაფერი გადაგვარჩენს

მიხეილ სააკაშვილი - რეჟიმთან ყველა მეთოდით ბრძოლისა და პირადი თავდადების გარდა, სხვა არაფერი გადაგვარჩენს

ამ რეჟიმთან ყველა მეთოდით ბრძოლისა და პირადი თავდადების გარდა, სხვა არაფერი გადაგვარჩენს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შეეშინდეთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის, დაპატიმრების, დარბევის ან ფიზიკური თავდასხმის.
სააკაშვილის განმარტებით, სწორედ მათი ინდივიდუალური თავგანწირვა გადაარჩენს თითოეულს და ქვეყანას.
„ახლა თითოეულ ნორმალურ ქართველს უდგას დილემა ან თავი გადაირჩინოს - წავიდეს შიდა ემიგრაციაში, ე.ი. არაფერი შეიმჩნიოს, მიიღოს თამაშის მუდმივად გაუარესებადი წესები და გააგრძელოს აქ ცხოვრება, ან წავიდეს გარე ემიგრაციაში, გადაშალოს მის და მისი შვილების ცხოვრებაში საქართველოს ფურცელი ანდა გადაწყვიტოს, რომ მზად არის თავგანწირვისთვის და ბოლომდე ეკვეთოს რეჟიმს. მე ეს ბოლო ამოვიჩემე, მიუხედავად ჩემი ძალიან კომფორტული და დაფასებული ცხოვრებისა უკრაინაში. ახლა, როგორც არასდროს მჯერა, რომ სწორედ თითოეულის ინდივიდუალური თავგანწირვა გადაარჩენს თითოეულს და ქვეყანას. გარდა ამ რეჟიმთან ყველა მეთოდით ბრძოლისა და პირადი თავდადების, სხვა არაფერი გადაგვარჩენს. საქართველოს სჭირდება გმირები არა უბრალოდ წიგნებში. ახლა არის დრო, დავამტკიცოთ, რომ ის ისტორია, რომელიც ვისწავლეთ, მოგონილი არაა და მართლა ვართ არსებობის ღირსი. რას ნიშნავს პირადი გამბედაობა და თავდადება, გთავაზობთ შკალას მიშასგან: პირველი საფეხური - არ შეგეშინდეთ თქვენი პოზიციის ხალხში ხმამაღლა დაფიქსირება დაპოსტვის, "დალაიქების". ნუ შეგეშინდებათ ახლობლების, თანამშრომლების ალმაცერი მზერის, მათი მხრიდან გაკიცხვის. მეორე საფეხური - არ შეუშინდეთ საპროტესტო აქციებში ჩართვას, მიუხედავად რისკისა სამსახურის და შემოსავლის დაკარგვის. მესამე საფეხური - არ შეგეშინდეთ დაპატიმრების, დარბევის, ფიზიკური თავდასხმის. მეოთხე საფეხური - არ შეგეშინდეთ თქვენი სამშობლოსთვის და თქვენი შვილებისთვის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გარისკვის, როგორც თავგანწირვის უმაღლესი ფორმის. მე ოთხივე საფეხური გავლილი მაქვს და იმავეს მოგიწოდებთ თქვენ. ამის გარეშე ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას და მომავალს“, -წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.