მიხეილ სააკაშვილი: პირადად ივანიშვილმა შეაჩერა ტრამპის უმაგრესი პროექტი და ბათუმი დატოვა ტრამპ-ტაუერის გარეშე, რომელსაც უზარმაზარი ესთეტიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ექნებოდა

“ივანიშვილი აბოლებს თავისი მაფიოზური კლანის წევრებს, რომ მას ტრამპთან ყველაფერი გარკვეული და მოგვარებული აქვს.
მინდა შეგახსენოთ, რომ მაშინ, როდესაც ტრამპი მსოფლიოს საუკეთესო პრეზიდენტს მიწოდებდა და ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც ჩემს რჩევებს კითხულობდა, ივანიშვილი და მისი ჯგუფი მას “საერთაშორისო აფერისტს” ეძახდნენ და პირადად ივანიშვილმა შეაჩერა ტრამპის უმაგრესი პროექტი და ბათუმი დატოვა ტრამპ-ტაუერის გარეშე, რომელსაც უზარმაზარი ესთეტიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ექნებოდა.
უკვე მაშინ გაირკვა, რომ ოლიგარქის მიტაცებულ ქვეყანაში ტრამპის ან სხვა ცნობილი ინვესტორების ადგილი აღარ რჩება.
სწორედ დონალდ ტრამპმა შემოიღო ფინანსური სანქციები მოლდოველი ოლიგარქის, პლახოტნიუკის წინააღმდეგ, რომელსაც ივანიშვილივით ჰქონდა მიტაცებული მოლდოვა.
ასევე, ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი, ვენსი ცნობილია მისი კრიტიკული გამონათქვამებით ოლიგარქებზე და ოლიგარქიებზე,” – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან