ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ ივანიშვილს, საახალწლოდ გამოუშვას აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები - იქნებ ამით ცოტათი მაინც ჩააწყნაროთ ხალხის რისხვა

მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ ივანიშვილს, საახალწლოდ გამოუშვას აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები - იქნებ ამით ცოტათი მაინც ჩააწყნაროთ ხალხის რისხვა

მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომ ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები ციხიდან გაათავისუფლოს.
ამის შესახებ სააკაშვილის გზავნილი მის „ფეისბუქზე“ ვრცელდება.
„მოვუწოდებ ივანიშვილს, საახალწლოდ გამოუშვას აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები.
ეს ადამიანები უარს ამბობენ შეწყალების მოთხოვნის დაწერაზე, სავაჭრო თემად ისინი არ ივარგებენ და თქვენთვისაც გონივრული იქნება რომ გაათავისუფლოთ, იქნებ ამით ცოტათი მაინც ჩააწყნაროთ ხალხის რისხვა“, - წერს სააკაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.