მიხეილ სააკაშვილი – ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის“ მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი“ თითქმის არ მივიდა – არ დამიწყოთ ახლა პოლიტიკოსებმა გაუცრუეს იმედებიო

ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის” მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი” თითქმის არ მივიდა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე განთავსდა.
როგორც სააკაშვილი წერს, დასაფიქრებელია ის ფაქტი, რომ გასულ წლებში „ჯენზის” თაობის წარმომადგენლებმა თავდადება აჩვენეს, ახლა კი პროტესტში აღარ ჩანან.
„ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის“ მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი“ თითქმის არ მივიდა.
არ დამიწყოთ ახლა პოლიტიკოსებმა გაუცრუეს იმედებიო. ნეპალში „ჯენზის“ არცერთმა პოლიტიკოსმა არ დაუჭირა მხარი (ჩემი „ჯენზი“ შვილი ნიკუშა, რომელიც მაშინ ნეპალში იმყოფებოდა, მომიყვა) და ასევე უკრაინაში ანტიკორუფციული ორგანოების დასაცავად, ამ ცოტახნის წინ, მხოლოდ „ჯენზი“ გამოვიდა, პოლიტიკოსების გარეშე.
პოლიტიკოსებმა ძირითადად თავდადება გამოავლინეს, არ შეუშინდნენ რა ყვარყვარეს ციხეს. თავდადება აჩვენეს „ჯენზი“ ახალგაზრდებმაც, ხოლო ახლანდელ სიტუაციაზე ყველას გვმართებს დაფიქრება”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას

საია – ვახო სანაიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს