მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ეძგვერაძეს - ჩვენ, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა
ჩვენ, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.
მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ბრძოლაში მათ გვერდით არის.
„ძვირფასო ირაკლი, ძალიან განვიცადე იმ დღევანდელი თავდასხმა! ძალიან ვაფასებ შენს ბრძოლას. ჩვენ, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, ყოველგვარი რყევები მხოლოდ ოლიგარქის და რუსების ინტერესებშია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვერაფერს დაგვაკლებს და გამარჯვება ქართველ ხალხს დარჩება. მე ამ ბრძოლაში ვარ თქვენთან ერთად ბოლომდე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.