მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი, ყველა ქართველის განათლების დონის საკუთარ განათლების დონემდე დაყვანა, ე.ი. განათლებული ადამიანების გაქრობა საქართველოში

ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი, ყველა ქართველის განათლების დონის, საკუთარ განათლების დონემდე დაყვანა, ე.ი. განათლებული ადამიანების გაქრობა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელსაც მის პირად „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
„ილიაუნი, რომელიც ჩემს დროს და ჩემი აქტიური მონაწილეობით შეიქმნა – იხურება. მოხდა ის, რასაც მე ვამბობდი და ვაფრთხილებდი, მათ ვისაც „გეპეის“ არ გაუქმება გაუხარდა.
აი, მიადგნენ ილიაუნის, შემდეგ ეგრევე მოჰყვება „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „თავისუფალი უნივერსიტეტი“. ამის შემდეგ „კავკასიის“ და სხვები.
ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი, ყველა ქართველის განათლების დონის, საკუთარ განათლების დონემდე დაყვანა, ე.ი. განათლებული ადამიანების გაქრობა საქართველოში. ახლა კი წავიდეს ზოგიერთი და “ედებატონ” პითეკანთროპებს.
ამასობაში ჩვენთან ზეიმით აღნიშნეს აიათოლების ხელისუფლებაში მოსვლის წლისთავი”, – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი