ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი: თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში

მიხეილ სააკაშვილი: თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კობახიძის განცხადებას ეხმაურება დ აითხოვს “ქართულმა ოცნებამ“ დებატებში ჩართოს, თუნდაც ციხიდან.

სააკაშვილის თქმით, “რომელ დებატებზე საუბრობს მაფიოზი ივანიშვილის მთავარი ვეზირი, როდესაც მთავარი ოპონენტი ციხეში ჰყავს.“

„რა დებატებზე საუბრობს მაფიოზი ივანიშვილის მთავარი ვეზირი, როდესაც მთავარი ოპონენტი, რომელსაც ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს, ციხეში ვყავარ გამომწყვდეული და "სასამართლოზე" დამსწრეებსაც კი წააშლევინეს ჩემი ყველა ფოტო.

თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში!

მაგრამ რაზე ვსაუბრობთ, სასამართლოდან ჩართვებიც კი აკრძალეს”, - წერს სააკაშვილი.

ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დებატების დაბრუნებას აანონსებს - "ოცნების" პრემიერმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია, რომ საზოგადოებამ  ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია მოისმინოს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

  • ცნობისთვის, "ოცნებას" ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, ამიტომ საინტერესოა, ვისთან დებატებზე საუბრობს ივანიშვილის გუნდის პრემიერი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.