არქივი8 თებერვალი, 2024, 17:15
მიხეილ სააკაშვილი: ვულოცავ გამარჯვებას. არავის, არასოდეს არ უკეთებია აზერბაიჯანისთვის იმდენი, რამდენიც ამ ქვეყანას გაუკეთა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა
"ვულოცავ გამარჯვებას ილჰამ ალიევს.
არავის, არასოდეს არ უკეთებია აზერბაიჯანისთვის იმდენი, რამდენიც ამ ქვეყანას გაუკეთა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
ისტორიაში ის შევა როგორც ილჰამ გამარჯვებული, ხოლო მისი პრეზიდენტობის წლები ისტორიაში დარჩება, როგორც აზერბაიჯანის ოქროს ხანა," - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის ოფიციალური გვერდის საშუალებით ულოცავს აზერბაიჯანის მეხუთედ არჩეულ პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.

არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.