ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი - ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს - მადლობელი ვარ თქვენი გამძლეობისთვის და გაუტეხელობისთვის

მიხეილ სააკაშვილი - ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს - მადლობელი ვარ თქვენი გამძლეობისთვის და გაუტეხელობისთვის

ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა. ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს - მადლობელი ვარ თქვენი გამძლეობისთვის და გაუტეხელობისთვის, მიყვარხართ! - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „Facebook“-ზე.
„მე ბევრი გამოხმაურება ვნახე ჩემს გუშინდელ პოსტზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და ერთგულებაში.
მე ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს.
მე მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, თქვენი გამძლეობისთვის და გაუტეხელობისთვის, მიყვარხართ!
მჯერა, რომ ასეთი ერთიანობით, ჩვენ მოვახდენთ რეჟიმის დემონტაჟს!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს “ნაციონალურ მოძრაობაში“ და ძალიან უნდათ პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც დიდ ზიანს აყენებს მათ საერთაშორისო არენაზე. სააკაშვილმა ბოკუჩავას მხარდაჭერა გამოუცხადა და პარტიის წევრებს მიმართა, “არ აყვნენ ქოცურ მაქინაციებს“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.