ვივამედიდან ციხეში დააბრუნეს

პენიტენციური სამსახური ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში დაბრუნების შესახებ. როგორც იწყების მიერ 12 ნოემბერს, 20:26 წუთზე გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, გადაწყვეტილება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ მკურნალი ექიმის დასკვნას ეფუძნება.
“მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას” – ნათქვამია პენიტენიურის განცხადებაში.
, რომელიც არაერთ სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული და მათგან რამდენიმეში უკვე მსჯავრდებულიც, საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევენებამდე ერთი დღით ადრე დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერსვე დააკავეს.
ციხეში შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი ჯერ ციხის კლინიკაში, შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ბოლოს კი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. ვივამედში ის 2022 წლის 12 მაისის შემდეგ იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს