მიხეილ სააკაშვილი: დროა ყველას და ყველაფერს გაეცეს პასუხი

“ივანიშვილის ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აგრძელებს ჩემი უშვერი სიტყვებით ლანძღვას.
მე კი ზუსტად მახსოვს რომ სწორედ მან შეუშვა რუსების ოფიციალური აგენტი ტრისტან წითელაშვილი თბილისის დაცვისთვის მთებში აშენებული საიდუმლო ზღუდის დასათვალიერებლად და გადასაღებად.
მან მოუღო საბოლოოდ ბოლო ჩვენს უმაგრეს სამხედრო წარმოებას – დროა ყველას და ყველაფერს გაეცეს პასუხი და ისინი ვინც უზარმაზარ ზარალს აყენებდნენ ქვეყანას, მორალისტებად აღარ გვევლინებოდნენ” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს