მიხეილ სააკაშვილი - დიდ მადლობას ვუხდი ევროპის სახალხო პარტიას მხარდაჭერისა და გათავისუფლების მოთხოვნისთვის
დიდ მადლობას ვუხდი ევროპის სახალხო პარტიას ჩემი მხარდაჭერისა და გათავისუფლების მოთხოვნისთვის, - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.
მისი თქმით, მათ მხარდაჭერას გრძნობს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი არაერთი ადამიანი,
“დიდ მადლობას ვუხდი ევროპის სახალხო პარტიას ჩემი მხარდაჭერისა და გათავისუფლების მოთხოვნისთვის.
თქვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას გრძნობს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი არაერთი მამაცი ადამიანი, მათ შორის, ჩემი მეგობარი ვლადიმერ კარა-მურზა, რომელიც დაუღალავად იბრძვის პუტინის რუსეთში დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებებისთვის. ჩვენ ერთად ვდგავართ სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში” , - წერს სააკაშვილი წერილში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.