– გიორგი ჩიკვაიძე იმიტომ ისჯება, რომ გამოამზეურა ივანიშვილის კავშირები „ეფესბესთან“ – ის მე-11 დღეა შიმშილობს, მინდა მოვუწოდო, შეწყვიტოს შიმშილობა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, ჩიკვაიძე „გვჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი, როგორც ძალიან მამაცი და უკიდურესად საჭირო მოწმე“.
„გიორგი ჩიკვაიძე იმიტომ ისჯება, რომ მან ამხილა და კონკრეტულად გამოამზეურა ივანიშვილის კავშირები „ეფესბესთან“ და მისი კურატორი დაასახელა.
ის უკვე მე-11 დღეა შიმშილობს. მინდა მოვუწოდო მას შეწყვიტოს შიმშილობა. ის გვჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი, როგორც ძალიან მამაცი და უკიდურესად საჭირო მოწმე.
გიორგი მოგიწოდებ ბრძოლის გაგრძელებისკენ სხვა მეთოდებით“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.
დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით…

ირაკლი კირცხალია – მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს – პრემიერი ხაზს უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს