ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი: გახსოვთ ვიდეო “სააკაშვილი კაიფში”?

მიხეილ სააკაშვილი: გახსოვთ ვიდეო “სააკაშვილი კაიფში”?

მიხეილ სააკაშვილი წერილს აქვეყნებს:
,,რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები პრეზიდენტ მაკრონს ადანაშაულებენ კოკაინის მოხმარებაში. ზელენსკიზეც მუდმივად ავრცელებენ ვიდეოებს “ზელენსკი კაიფში”. ხშირად იმეორებენ, რომ მას შარვალი უკუღმა აცვია.
არაფერი გეცნობათ?
გახსოვთ ვიდეო “სააკაშვილი კაიფში”?
შეიძლება ვინმეს არც კი გაახსენდეს, რომ ოდესაში გუბერნატორობის დროს ჩემზე რუსები ტელევიზიით და სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ, რომ შარვალი და წინდები უკუღმა მეცვა.
მოკლედ არსებობს “კაგებეს” სახელმძღვანელო და ახალი რამეების მოგონება ეზარებათ.
მე ის ადამიანები უფრო მეცოდება საქართველოში, ვისაც ეს პროპაგანდა დღემდე სჯერა.“

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.