მიხეილ სააკაშვილი – გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა

გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იქითა კვირა მთლიანად დასვენების კვირად გამოაცხადეს, რაც შიშის უტყუარი ნიშანია, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ივანიშვილს დასაყრდენი აქტიური ჯგუფი აღარ ჰყავს.
„ეს კარგად გამოჩნდა გუშინწინდელი აქციის დროს, რომელიც ნამდვილად საკუთარ ფეხში გასროლა აღმოჩნდა. გუშინდელმა დარბევამ აჩვენა, რომ სპეცრაზმელებიც არ ჰყოფნით. საგანგებოდ მოუხდათ შავნაბადას სპეცრაზმის გამოყვანაც.
სკვერში, მიწაზე დაყრილი სპეცრაზმელები ძალიან ნიშანდობლივი სურათი იყო. რუსეთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან მოსკოვს ორ ფრონტზე ომის თავი არ აქვს.
ახლა მთავარია არ დავიღალოთ და კიდევ ბევრი ადამიანი ჩაერთოს.
ძალადობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სპეცრაზმელებთან ინდივიდუალური მუშაობა.
გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იქითა კვირა მთლიანად დასვენების კვირად გამოაცხადეს, რაც შიშის უტყუარი ნიშანია. იმედი აქვთ, რომ თბილისიდან ხალხი დაბრუნდება რეგიონებში, ახლა კი პირიქით, რეგიონებიდან უნდა ჩამოვიდეს ხალხი და ეს დასვენებები იმისთვის უნდა იყოს გამოყენებული, რომ ხალხის მობილიზაცია მოხდეს“, – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად

პატრიარქი შიო – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ლოცვითი განწყობა, არის შფოთი, აურზაური და შიში – ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!