ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი - გაერთიანებული საქართველო ხალხის ერთიანი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს

გაერთიანებული საქართველო ხალხის ერთიანი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი FACEBOOK-ზე წერს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის სცენაზე პოლიტიკოსების ერთად დანახვამ გაახარა.
„გაერთიანებული საქართველო ხალხის ერთიანი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს!
სცენაზე პოლიტიკოსების ერთად ნახვა გამიხარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქვე იდგნენ ევროპელი პოლიტიკოსები, რაც ევროპის და საქართველოს ერთიანობის სიმბოლო გახდა. ასეთ ერთობას წინ ვერაფერი აღუდგება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.