მიხეილ სააკაშვილი – ახლა მთავარია ზეწოლის გაძლიერება, თავისთვის არაფერი არ მოვა

ახლა მთავარია ზეწოლის გაძლიერება, თავისთვის არაფერი არ მოვა. საჭიროა ბევრი ახალი ფორმის პოვნა, მოულოდნელი მხრიდან შეტევები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დიდი შეცდომაა მუდმივად იმის გამეორება, რომ „სამართლიანად აღშფოთებული ხალხი რაღაცას არცერთ შემთხვევაში არ გააკეთებს“.
„მგონი, წყლის ნაყვაა იმის გარკვევა ოლიგარქის მონებში ვინ ვის სცემა ან ვინ არის უკმაყოფილო.
ახლა მთავარია ზეწოლის გაძლიერება, თავისთვის არაფერი არ მოვა. საჭიროა ბევრი ახალი ფორმის პოვნა, მოულოდნელი მხრიდან შეტევები.
დიდი შეცდომაა მუდმივად იმის გამეორება, რომ სამართლიანად აღშფოთებული ხალხი რაღაცას არცერთ შემთხვევაში არ გააკეთებს. ჩვენ უზურპატორების დამშვიდება კი არა მაქსიმალურად გაურკვევლობაში ყოფნა გვჭირდება”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს