ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი: ...ამას მითუმეტეს ვერ შეძლებს აქაური ოლიგარქი

"2008 წელს, რუსეთის შემდეგ მეორე დღესვე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა ჰამასმა, რომლის აწ ლიკვიდირებულ ლიდერს ისმაილ ჰანიას თეირანში "სიკვდილი ამერიკას" შეძახილების ფონზე გვერდს უმშვენებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
შემდეგ ეს "დამოუკიდებლობა" აღიარა ვენესუელას დღევანდელმა რეჟიმმა, რომლის გადარჩენის ყველაზე დიდი გულშემატკივარი დღეს ივანიშვილია, იმიტომ, რომ თუ მადურომ ბევრად მეტი რესურსების პირობებში ვერ შეძლო გაყალბებული არჩევნების შენარჩუნება, ამას მითუმეტეს ვერ შეძლებს აქაური ოლიგარქი.
მოკლედ ყველაფერი თავდაყირაა დამდგარი, ყოველი დღე ამათი ხელისუფლებაში ყოფნის სულ უფრო საშიშს ხდის, თითოეული ქართველის არსებობას," - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.