ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა ექიმების ჯგუფთან ერთად, ალვანში, გიორგი ანწუხელიძის სახლში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწია

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ, ჰუმანიტარული მისიით ექიმების ჯგუფთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის სოფელში - ალვანში, მის სახლში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწია.
„დაპირებისამებრ, გრძელდება ჩვენი ჰუმანიტარული ინიციატივა. დღეს, ჩემთვის განსაკუთრებულად დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა მომეცა ექიმებთან ერთად მოვსულიყავი საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელში - ალვანში, მის სახლში, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ უფასო სამედიცინო კონსულტაციას და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ჩვენი მასპინძელი სწორედ ჩვენი ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის ოჯახია.” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.