მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის შეცვლილი პოზიცია – ყველასთვის კარგად ნაცნობი სიტყვები “არა და არასოდეს” პრეზიდენტმა უკან წაიღო

შეცვლილი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე – სალომე ზურაბიშვილმა “რადიო თავისუფლების” პრაღის ბიუროს ჟურნალისტთან თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე, ოფიციალურად, უარი არასდროს უთქვამს. მისი განმარტებით, ამ თემაზე ის, უბრალოდ, კომენტარს არ აკეთებს.
სრულიად საპირისპირო და ზურაბიშვილის ცნობილ განცხადებას “კურიერის” არქივიც ინახავს. “არა და არასდროს” – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის 3 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე დასმულ კითხვას და თემაზე დისკუსია დახურა.
რატომ შეცვალა ამ განცხადებიდან 2 წლის შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა რიტორიკა – სააკაშვილის პარტიაში ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიციაზე გავლენა ევროინტეგრაციის პროცესმა მოახდინა. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებას შეცდომის აღიარებად მიიჩნევს ოპოზიციის ერთი ნაწილი და ფიქრობს, რომ მოქმედისგან ყოფილის შეწყალება სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება, თუმცა, ოპოზიციის მეორე ჯგუფი განსხვავებულად ფიქრობს. გიორგი გახარიას პარტიისთვის გაუგებარია, რატომ შეიცვალა ზურაბიშვილმა პოზიციები.
სახელისუფლებო გუნდი ზურაბიშვილის შეცვლილ გადაწყვეტილებას ოპოზიციასთან თანამშრომლობას უკავშირებს. “ქართულმა ოცნებამ” დღეს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებიც გაიხსენა.
შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს – უცნობია. ყოფილი პრეზიდენტი, ამ დრომდე, “ვივამედის” კლინიკაში იმყოფება, პარალელურად, სასამართლო, მისი ბრალეულობით, არაერთ საქმეს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში