ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ თამარაშვილის გამზირის და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყო

მიხეილ თამარაშვილის გამზირის და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყო

მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
„დავამთავრეთ ამირეჯიბის ე.წ. ახალი გზისა და თამარაშვილის გამზირის კვანძის პროექტი. შედეგად, მოგვეცემა შესაძლებლობა, გავზარდოთ გამტარუნარიანობა, ასევე, მოხსნილი იქნება ის პრობლემა, რომ ავტომობილები წინააღმდეგობაში მოდიოდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან. მოძრაობა დარეგულირებული იქნება შუქნიშნით. დღეიდან გზის ეს კონკრეტული მონაკვეთი გაიხსნება. დარჩენილია გამწვანების სამუშაოები, რასაც ოთხი-ხუთი დღე დასჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.
მათივე ცნობით, შესრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა დავით ფაჩულიამ დაათვალიერეს.
„პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ორი ამსვლელ-ჩამომსვლელი პანდუსი მოეწყო, რისთვისაც, რკინაბეტონის საყრდენი კედლები აშენდა. ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი LED ლამპიონებით. ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარები მოეწყო და ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი დაიგო. სავალი ნაწილი დაიხაზა და დამონტაჟდა შუქნიშნები, რომლის საშუალებითაც, სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობა რეგულირდება.
აღნიშნული პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,7 მილიონი ლარით დაფინანსდა, ხოლო სამუშაოები მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელდა“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.