ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ დაუშვილი - ტყუილია „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებები, როდესაც ამბობენ, ჩვენ დარბაზში რომ არ ვართ, ამით მხარს ვუჭერთ ლგბტ პროპაგანდას, პირიქით, არ ვუჭერთ, ვეწინააღმდეგებით

ტყუილია „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებები, როდესაც ამბობენ, ჩვენ დარბაზში რომ არ ვართ, ამით მხარს ვუჭერთ ლგბტ პროპაგანდას, პირიქით, არ ვუჭერთ, ვეწინააღმდეგებით, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობის დეპუტატები ჩამოყალიბდნენ მატყუარა პოლიტიკოსებად.
„ე.წ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვას პირდაპირ ეთერში ვუყურებდი. მატყუარები არიან. ტყუილია თითოეული მათგანის განცხადება, როდესაც ამბობენ, ჩვენ დარბაზში რომ არ ვართ, ამით მხარს ვუჭერთ ლგბტ პროპაგანდას, პირიქით, არ ვუჭერთ, ვეწინააღმდეგებით. ამიტომ იტყუებიან, როდესაც გვაბრალებენ, რომ დარბაზში იმიტომ არ ვართ, თითქოს, მხარს ვუჭერთ პროპაგანდას. ჩამოყალიბდნენ მატყუარა პოლიტიკოსებად, მატყუარა ადამიანებად.
ჩვენ ვეწინააღმდეგებით პროპაგანდას ბავშვებზე მიმართულს, განსაკუთრებით ლგბტ პროპაგანდას"- განაცხადა დაუშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.