ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ ხვდება, რომ მაჟორიტარული სისტემის გარეშე მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება ურთულესი ამოცანაა - ვინაიდან ამას ხვდებიან, ცდილობენ, მაჟორიტარულის მიმსგავსებული მოდელი შექმნან

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ „საარჩევნო კოდექსში“ დაანონსებული ცვლილებებით, თვითონვე აღიარებს, რომ მათ არჩევნებში გამარჯვების რესურსი აღარ გააჩნიათ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხვდებიან, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, ამიტომ ყველა რესურსი სჭირდებათ იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ.
„ოცნება" ხვდება, რომ მაჟორიტარული სისტემის გარეშე მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება ურთულესი ამოცანაა. ვინაიდან ამას ხვდებიან, ცდილობენ, მაჟორიტარულის მიმსგავსებული მოდელი შექმნან. არა მხოლოდ ეს, მათ შორის, 40%-იანი ბარიერის მოხსნა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მეტყველებს პირდაპირ იმაზე, რომ დღეს "ოცნება" თვითონვე აღიარებს, რომ მათ ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია. მათ არჩევნებში გამარჯვების რესურსი აღარ გააჩნიათ. ამ ყველაფერს თვითონვე აღიარებენ იმ ცვლილებებით, რასაც ახორციელებენ. ამის ნათელი დადასტურება იყო საარჩევნო კოდექსის წინა ცვლილებებიც. უბრალოდ, ეს ხალხი ხვდება, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, ამიტომ ყველა რესურსი სჭირდებათ იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ," - განაცხადა დაუშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.