მიხეილ დაუშვილი – მოქალაქეები არ გაიზიარებენ იმას, რომ 12 წლის თავზე, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, თურმე ვიღაცამ უნდა გაასამართლოს „ნაცმოძრაობა“ – „ოცნება“ სრულად არის აწყობილი ტყუილზე

ჩვენი მოქალაქეები უბრალოდ არ გაიზიარებენ იმას, რომ 12 წლის თავზე თურმე არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ვიღაცამ უნდა გაასამართლოს „ნაცმოძრაობა“ – ეს ყველაფერი არის მოქალაქეების მოტყუების მცდელობა, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოცნება” ტყუილებს ამბობს იმისათვის, რომ ხალხის მხარდაჭერა მოიპოვოს.
“საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიდის ტყუილთან. დღეს “ოცნება” სრულად არის აწყობილი ტყუილზე და მის გამოძახილებზე. წარმოიდგინე, 12 წელი ხელისუფლებაში ხარ, აბსოლუტურად ყველა ინსტიტუტი შენ გემორჩილება და ახლა ამბობ, რომ ვიღაცა უნდა გაასამართლო. თუ კანონი დარღვეული იყო, აქამდე რატომ არ ასამართლებდი? თუ კანონი დარღვეული იყო, მაშინ აქამდე რას ელოდებოდი? რამ, ან ვინ შეგიშალა ხელი? ეს ყველაფერი რაც არ უნდა “გლობალური ომის პარტიებს” აბრალონ, საბოლოო ჯამში, მივდივართ ტყუილამდე. უფრო მეტსაც გეტყვით, არჩევნებს რატომ ელოდებიან? თუ რამე ინფორმაცია აქვთ, დანაშაული რომ ჩადენილია, რატომ ელოდებიან არჩევნებს? თვითონ არ არიან ხელისუფლებაში? რეალობა ის არის, რომ ეს ყველაფერი სამწუხაროდ, ტყუილზეა აწყობილი. ამას ჩვენი მოქალაქეები უბრალოდ არ მიიღებენ და არ გაიზიარებენ იმას, რომ 12 წლის თავზე თურმე, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ვიღაცამ უნდა გაასამართლოს “ნაცმოძრაობა”, – განაცხადა დაუშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ