მიხეილ ბატურინი: არ გამოვრიცხავ, საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვები იყო რუსეთის მიერ კიბერიარაღის ტესტირება, რომელსაც მოგვიანებით ევროპაში გამოიყენებს

“რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის შე­თან­ხმე­ბა იმა­ზე სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბა შედ­გეს, ვიდ­რე ხალ­ხს ჰგო­ნია“, – ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის, ეს გან­ცხა­დე­ბა ომის დას­რუ­ლე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე სა­უ­ბარს კი­დევ ერთხელ ააქ­ტი­უ­რებს. თუმ­ცა, სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ფრონტზე ვი­თა­რე­ბა კვლავ მძი­მეა, რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის ენერ­გო­ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე დარ­ტყმებს აძ­ლი­ე­რებს, უკ­რა­ი­ნა კი რუ­სე­თის სიღ­რმე­ში ენერ­გე­ტი­კულ, ლო­გის­ტი­კურ და სამ­ხედ­რო სა­მიზ­ნე­ებ­ზე შორი მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ზე­წო­ლას ზრდის. ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე მა­სი­რე­ბუ­ლი დარ­ტყმე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის საფრ­თხე. რამ­დე­ნად ასა­ხავს ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში რე­ა­ლუ­რად მომ­ხდარ ცვლი­ლე­ბას და რა სა­ფუძ­ვე­ლი აქვს ვა­შინგტონს იმის მო­ლო­დი­ნის­თვის, რომ შე­თან­ხმე­ბა შე­საძ­ლოა იმა­ზე სწრა­ფად შედ­გეს, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელო­დე­ბა, ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე, უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლო ჯგუ­ფი “სა­რან­გის“ მე­თა­უ­რი, მი­ხე­ილ ბა­ტუ­რი­ნი გვე­სა­უბ­რე­ბა:

– მებ­რძო­ლე­ბის გან­წყო­ბა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ყვე­ლამ იცის, რომ რუ­სე­თი მტე­რია და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა შეჭ­რი­ლი. რუ­სე­თის გან­დევ­ნი­სა და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის სრუ­ლი დე­ო­კუ­პა­ცი­ის გარ­და, სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ არ­სე­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა ომის გა­ყინ­ვის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბებს, ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვნა­ხეთ, რას ნიშ­ნავს კონ­ფლიქ­ტის გა­ყინ­ვა და რით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს ეს. ამ სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს სამ­წუ­ხა­რო მა­გა­ლი­თის მი­ხედ­ვით მსჯე­ლო­ბენ და სწორ დას­კვნებს აკე­თე­ბენ. მათი შე­ფა­სე­ბით, რუ­სე­თი კონ­ფლიქ­ტის გა­ყინ­ვის პრო­ცეს­ში ძა­ლებს იკ­რებს და შემ­დეგ კი­დევ უფრო მძი­მე აგ­რე­სი­ას ახორ­ცი­ე­ლებს. ამი­ტომ უკ­რა­ი­ნა­ში არც მებ­რძო­ლე­ბი და არც სა­მო­ქა­ლა­ქო მო­სახ­ლე­ო­ბა კონ­ფლიქ­ტის გა­ყინ­ვა­ზე არ ფიქ­რო­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ვი­თა­რე­ბის ცვლი­ლე­ბის ნიშ­ნებს, რუ­სეთს აღარ აქვს ის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ომის და­სა­წყის­ში ჰქონ­და, რო­დე­საც აცხა­დებ­და, რომ კი­ევს სამ დღე­ში აი­ღებ­და. დღეს უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი კონ­ტრშე­ტე­ვით ოპე­რა­ცი­ას – “ვი­ვალ­დის“ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ შე­დე­გი­ა­ნია. უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ შე­ტე­ვით მოქ­მე­დე­ბებს და გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე წინსვლა­საც აღ­წე­ვენ. ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა ლი­მა­ნის რა­ი­ო­ნია, სა­დაც უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შეძ­ლეს. ამ პრო­ცეს­მა რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ებ­ზე, მათ შო­რის ფლან­გებ­ზე, და­მა­ტე­ბი­თი ზე­წო­ლა შექ­მნა.

კუ­პი­ანსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით რუ­სე­თი ცდი­ლობს არ­სე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბის მხრი­დან მუდ­მი­ვი ზე­წო­ლის პი­რო­ბებ­ში ამის გა­კე­თე­ბა მის­თვის რთუ­ლია. პა­რა­ლე­ლუ­რად, რუ­სე­თის შე­ტე­ვი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად კონ­სტან­ტი­ნოვ­კი­სა და პოკ­როვ­სკის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე გრძელ­დე­ბა. ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რუ­სე­თის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნაა პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბა და დო­ნეც­კის ოლ­ქში კონ­ტრო­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა, თუმ­ცა ბრძო­ლე­ბი კვლავ ინ­ტენ­სი­უ­რია და უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი რუ­სულ შე­ტე­ვებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწე­ვენ. თუ უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბის წინსვლა და რუ­სე­თის ფლან­გებ­ზე ზე­წო­ლა გაგ­რძელ­და, რუ­სე­თის არ­მი­ას შე­საძ­ლოა გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე პო­ზი­ცი­ე­ბის შეც­ვლა ან უკან და­ხე­ვა დას­ჭირ­დეს. სწო­რედ ამი­ტომ ცდი­ლო­ბენ რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი პოკ­როვ­სკი­სა და კონ­სტან­ტი­ნოვ­კის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე არ­სე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გა­მაგ­რე­ბას.

– პრე­ზი­დენ­ტე­ბის – ტრამ­პი­სა და ზე­ლენ­სკის შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი ენერ­გე­ტი­კულ ომზე დრო­ე­ბი­თი მო­რა­ტო­რი­უ­მი იყო. ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა მზად არის, შე­წყვი­ტოს რუ­სე­თის ენერ­გე­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე დარ­ტყმე­ბი, თუ რუ­სე­თიც შე­წყვეტს უკ­რა­ი­ნის ენერ­გო­სის­ტე­მა­ზე თავ­დას­ხმებს. რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ასე­თი ორ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა და რა მე­ქა­ნიზ­მით შე­იძ­ლე­ბა მისი შეს­რუ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი?

– სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ამის და­ჯე­რე­ბა რთუ­ლია. 2022 წლის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­ტე­ვის შემ­დეგ რუ­სე­თი მუდ­მი­ვად ეს­ხმის თავს ენერ­გო­ო­ბი­ექ­ტებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას. ეს გუ­შინ ან ერთი წლის წინ არ და­წყე­ბუ­ლა, თა­ვი­დან­ვე ცდი­ლობ­დნენ უკ­რა­ი­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნად­გუ­რე­ბას. ამ გა­მოც­დი­ლე­ბის თა­ნახ­მად, უკ­რა­ი­ნე­ლებს არ სჯე­რათ, რომ რუ­სე­თი შე­თან­ხმე­ბას შე­ას­რუ­ლებს და შე­სა­ბა­მის კონ­ტრზო­მებს მი­ი­ღე­ბენ. თუ რუ­სე­თი თავ­დას­ხმებს არ შე­წყვეტს, ეს უკ­რა­ი­ნის­თვის რა­ი­მე ახა­ლი არ იქ­ნე­ბა.

– უკ­რა­ი­ნის მიერ რუ­სე­თის ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ობი­ექ­ტებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა დარ­ტყმებ­მა რუ­სე­თის ენერ­გე­ტი­კულ სექ­ტორ­სა და ეკო­ნო­მი­კა­ზე ზე­წო­ლა გა­ზარ­და. თუმ­ცა, ამა­ვე დროს, ეს დარ­ტყმე­ბი გავ­ლე­ნას ახ­დენს გლო­ბა­ლურ ენერ­გე­ტი­კულ ბა­ზარ­სა და საწ­ვა­ვის ფა­სებ­ზეც. რამ­დე­ნად ზღუ­დავს ეს ფაქ­ტო­რი უკ­რა­ი­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­აგ­რძე­ლოს ასე­თი დარ­ტყმე­ბი და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­ის­თვის?

– სამ­წუ­ხა­როა, რო­დე­საც ამ ვი­თა­რე­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ზე სა­უბ­რობს. უკ­რა­ი­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი იცა­ვენ სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს, სახ­ლსა და ოჯა­ხებს. პი­რა­დად მე მი­მაჩ­ნია, რომ ასეთ დროს თან­ხებ­ზე სა­უ­ბა­რი ამო­რა­ლუ­რია, თუმ­ცა ყვე­ლას თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებს, ის წარ­მა­ტე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი აღ­წე­ვენ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო მან­ქა­ნის და­სა­სუს­ტებ­ლად, შე­დეგს უკვე იძ­ლე­ვა და, ვფიქ­რობ, მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო დიდ შე­დეგს გა­მო­ი­ღებს.

რუ­სე­თი ცდი­ლობს, მსოფ­ლი­ომ ვერ და­ი­ნა­ხოს რამ­დე­ნად დიდი პრობ­ლე­მე­ბი აქვს ქვეყ­ნის შიგ­ნით. ვი­ცით, რომ რუ­სეთ­ში საკ­მა­ოდ დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა, მათ შო­რის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გამო, რო­მელ­საც აქამ­დე ჩუ­მად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ და, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ. რუ­სე­თი ყო­ველ­დღი­უ­რად დიდ და­ნა­კარ­გებს გა­ნიც­დის, იმი­ტომ რომ ყო­ველ­დღე კარ­გა­ვენ 1200-ზე მეტ ჯა­რის­კაცს. უკვე ფაქ­ტია, რომ უკ­რა­ი­ნის კონ­ტრშე­ტე­ვე­ბი რუ­სუ­ლი ჯა­რის მომ­მა­რა­გე­ბე­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­სა და იმ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნად­გუ­რე­ბა რუს სამ­ხედ­რო­ებ­ში დე­მო­ტი­ვა­ცი­ას იწ­ვევს. ამ ყვე­ლა­ფერ­მა, ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში, შე­დე­გი უნდა გა­მო­ი­ღოს და ვფიქ­რობ, ეს შე­დე­გი უკ­რა­ი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ უფრო და უფრო თვალ­სა­ჩი­ნო გახ­დე­ბა.

– მო­ბი­ლი­ზა­ცია უკ­რა­ი­ნის­თვი­საც ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. პე­რი­ო­დუ­ლად ვრცელ­დე­ბა ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ჩანს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის პრო­ცეს­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის იძუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­თხვებს აჩენს. რამ­დე­ნად მწვა­ვეა დღეს უკ­რა­ი­ნის­თვის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის პრობ­ლე­მა, რა გავ­ლე­ნას ახ­დენს მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი ჯა­რის და­კომ­პლექ­ტე­ბა­სა და ფრონტზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე და რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია, რომ ეს სა­კი­თხი ომის გაგ­რძე­ლე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად იქ­ცეს?

– რა თქმა უნდა, სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სე­ბო­ბენ. თუ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ვი­საც ჯარ­ში წას­ვლა არ სურს, ასე­თი ფაქ­ტე­ბი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს. თუმ­ცა უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც მო­ხა­ლი­სე­ე­ბი თა­ვად მი­დი­ან ჯარ­ში და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ევ­რო­პი­და­ნაც ბრუნ­დე­ბა, რათა სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლო და­იც­ვას. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ჯარ­ში წას­ვლა არ სურთ, რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის ნა­წი­ლია. ჯარ­ში წას­ვლა­ზე უა­რის თქმას არ აქვს ის მას­შტა­ბი, რო­გო­რა­დაც ამას რუ­სე­თი ცდი­ლობს წარ­მო­ა­ჩი­ნოს. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ეს­მის, რომ ისი­ნი სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­სა და ოჯა­ხებს იცა­ვენ. ამ თვალ­საზ­რი­სით მათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვთ, ისი­ნი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად იბ­რძვი­ან. სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით რუ­სეთ­ში უფრო დიდი პრობ­ლე­მე­ბია. უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით იზ­რდე­ბა კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნებ­ში, ჩვე­ნამ­დე მო­დის ინ­ფორ­მა­ცია, რომ კავ­კა­სი­ე­ლებს აღარ სურთ რუ­სე­თის არ­მი­ა­ში წას­ვლა. იგი­ვე ეხე­ბა რუ­სე­თის მიერ და­პყრო­ბილ სხვა მცი­რე ერებ­შიც. მა­გა­ლი­თად, ბუ­რი­ა­ტი­ა­ში ძა­ლი­ან მძი­მე დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი და სამ­ხედ­რო და­ნა­კარ­გე­ბია. იქ სამ­ხედ­რო ასა­კის მა­მა­კა­ცე­ბის 70% გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­თა­ნა­დოდ არ შუქ­დე­ბა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ბევ­რი რამ არ არის ცნო­ბი­ლი. რუ­სე­თი ცდი­ლობს ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვას, თუმ­ცა მსგავ­სი სიგ­ნა­ლე­ბი სულ უფრო ხში­რად აღ­წევს ჩვე­ნამ­დე.

– ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის მხრი­დან მას­შტა­ბუ­რი დარ­ტყმე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ფრონ­ტის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რას ელო­დე­ბით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და რამ­დე­ნად შე­უძ­ლია ასეთ კამ­პა­ნი­ას გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და ჯა­რის­კა­ცე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე?

– რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნად­გუ­რე­ბა 2022 წლი­დან და­ი­წყო და შემ­დეგ ეს კამ­პა­ნია თან­და­თან გა­აძ­ლი­ე­რა. მათი სტრა­ტე­გია მარ­ტი­ვია, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნად­გუ­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბის და­ში­ნე­ბა. თუმ­ცა ამან უკ­რა­ი­ნა­ში არც მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა შეც­ვა­ლა და არც ფრონტზე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მო­ახ­დი­ნა ისე­თი გავ­ლე­ნა, რო­გორ­საც რუ­სე­თი ელო­და. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბიც არი­ან და შეჩ­ვე­უ­ლე­ბიც. ვფიქ­რობ, სა­ბო­ლო­ოდ რუ­სეთს უფრო მძი­მე ზამ­თა­რი ელო­დე­ბა. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან და არც ერთი დღე არ ჩერ­დე­ბი­ან იმის­თვის, რომ ფრონ­ტი კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რონ. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სე­თი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­სურ­ველ შე­დეგს ვერ მი­ი­ღებს.

– რუ­სე­თის მოქ­მე­დე­ბე­ბი სულ უფრო ხში­რად სცდე­ბა უკ­რა­ი­ნის ფარ­გლებ­საც, მათ შო­რის, სა­უ­ბა­რია ნა­ტოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვებ­ზე და სხვა ინ­ცი­დენ­ტებ­ზე. რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა აღ­ვიქ­ვათ ომის გა­ფარ­თო­ე­ბის რის­კი და რა ნიშ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­დეს, რომ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის ფარ­გლებს გა­რეთ ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის გახ­სნას ცდი­ლობს?

– ამ ეტაპ­ზე რუ­სე­თი მზად არ არის, რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნას­თან პირ­და­პი­რი ომი და­ი­წყოს. მუ­ქა­რე­ბი კი ნამ­დვი­ლად კარ­გად გა­მოს­დით. ჩვენ ვნა­ხეთ მსგავ­სი მცდე­ლო­ბე­ბი გერ­მა­ნი­ა­სა და ლატ­ვი­ა­ში, მათ შო­რის ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი. იყო ელექტრო­სად­გუ­რე­ბის გა­თიშ­ვის შემ­თხვე­ვე­ბიც. სა­ქარ­თვე­ლო­შიც არა­ერ­თხელ ვნა­ხეთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვა, რა­საც, ჩემი აზ­რით, სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ექ­ცა. ვფიქ­რობ, ეს შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ახა­ლი კი­ბე­რი­ა­რა­ღის გა­მოც­დის მცდე­ლო­ბა – ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ტეს­ტი­რე­ბა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ევ­რო­პა­ში გა­მო­ი­ყე­ნებს. თუმ­ცა ამა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს და არც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დას­მუ­ლა.

– თუ თქვე­ნი მო­ლო­დი­ნით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში რე­ა­ლურ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ში ვერ გა­და­იზ­რდე­ბა და ბრძო­ლა გაგ­რძელ­დე­ბა, რას ელო­დე­ბით მომ­დევ­ნო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში?

– უკ­რა­ი­ნას სამ­ხედ­რო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და დღე­საც აქ­ტი­უ­რად ქმნის და ავი­თა­რებს ახალ შე­ი­ა­რა­ღე­ბას. ჩვენ ვხე­დავთ, რომ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და ამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ნა­წი­ლი უკვე უშუ­ა­ლოდ ბრძო­ლის ველ­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. შე­დე­გიც სა­ხე­ზეა. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მო­მა­ვალ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა ფრონტზე და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დე­ო­კუ­პა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­საც გაზ­რდის. კონ­ტრშე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცია “ვი­ვალ­დი“ კარგ შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებს და გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ მო­მა­ვალ­შიც შეძ­ლე­ბენ წინსვლას. რუ­სე­თის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა და ფლან­გე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა, კუ­პი­ანსკი­დან პოკ­როვ­სკამ­დე. მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ლი­მა­ნი­სა და კუ­პი­ანსკის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე არ­სე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ასე­ვე კონ­სტან­ტი­ნოვ­კი­სა და პოკ­როვ­სკის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე თავ­დაც­ვი­თი ხა­ზე­ბის გა­მაგ­რე­ბა. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ამ ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა რუ­სე­თის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც რუ­სე­თის მხა­რე კონ­კრე­ტუ­ლი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ აცხა­დებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ეს ინ­ფორ­მა­ცია არ დას­ტურ­დე­ბო­და. ჩემი შე­ფა­სე­ბით, მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი ნა­წი­ლობ­რივ შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თის არ­მი­ის­თვის მო­ტი­ვა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს. თუმ­ცა ბრძო­ლის ველ­ზე რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა სა­ბო­ლო­ოდ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში