ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მიხარია, ჯერ ცოტა შოკში ვარ“ – გიორგი შანიძე

„მიხარია, ჯერ ცოტა შოკში ვარ“ – გიორგი შანიძე

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელიც პრეზიდენტმა დღეს, 20 სექტემბერს, შეიწყალა, გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
„ტვ პირველთან“ საუბარში შანიძე მადლობას უხდის პრეზიდენტს შეწყალებისთვის და ხაზს უსვამს, რომ მის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი პოლიტიკური იყო.
„პირველ რიგში, მადლობა. ძალიან მოულოდნელი იყო. ამ მომენტში გათავისუფლებას არ ველოდი. მიხარია. ჯერ ცოტა შოკში ვარ. დავისაჯე იმისთვის, რომ აქციებთან დაკავშირებული ვიყავი და პოლიტიკური სარჩული ჰქონდა ამ ყველაფერს. რომ არა ეს პოლიტიკური ფონი, გინდაც იმ ერთი მუხლით, ან მეორეთი, სავარაუდოდ, პირობითით ან ჯარიმით დამტოვებდნენ.
იმის გამო, რომ პოლიტიკური ელფერი სდევდა და მე ოპოზიციის მხარეს ვირჩევ, ამის გამო დავისაჯე და მაგიტომ მომიშალეს ოთხი წელი.
ეს ამათი მეთოდებია და ყოველთვის ეგრე იქცევიან. თითქმის ყველა მასშტაბურ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დავუჭერივარ ადრე. არ გამიგია, რომ პრეზიდენტმა გამათავისუფლა. ამას ველოდი, რომ შემიწყალებდა, მაგრამ საკანში მითხრეს 10 წუთის წინ, რომ თავისუფალი ხარო.
სათქმელი ის არის, რომ მისი [პრეზიდენტის] მხრიდან სწორი პოზიცია არის. მხარდაჭერა იგრძნობა და ისტორიის სწორ მხარეს დგას“, – თქვა შანიძემ.
გარეკანის ფოტოზე: სქრინშოთი „პუბლიკას“ ვიდეოდან

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.