მიხაილ როთი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრას რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ესწრება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მედიასთან განაცხადეს, საუბარი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო სამოქმედო ნაბიჯებს შეეხება, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე გარეთ, ქვეყნის გარეთ "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის გაძლიერებას უკავშირდება.
ოპოზიციური სპექტრი ვარაუდობს, რომ საუბარი ასევე სანქციებს შეეხება, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ მომავალში დაწესდება, მათ შორის ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში.
მიხაილ როთი საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.