ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხაილ როთი - თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის საქართველოში ხალხი 50 დღეა დემონსტრაციებს მართავს, დარწმუნებული ვარ, დემოკრატია გაიმარჯვებს

მიხაილ როთი - თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის საქართველოში ხალხი 50 დღეა დემონსტრაციებს მართავს, დარწმუნებული ვარ, დემოკრატია გაიმარჯვებს

თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის საქართველოში ხალხი 50 დღეა დემონსტრაციებს მართავს, დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის საქართველოში ხალხი 50 დღეა დემონსტრაციებს მართავს. ეს რთული ვითარებაა, ვინაიდან ისინი დარწმუნებულები არ არიან, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიმარჯვებს, რადგან ისინი თავიანთი თავისუფლებისთვის არა მხოლოდ თავიანთი დივნებიდან იბრძვიან, არამედ გარეთ ქუჩაშიც, სიტყვებითა და ქმედებებით", - წერს გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი X-ის საკუთარ გვერდზე.
მიხაილ როთი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.