არქივი17 სექტემბერი, 2024, 16:13
მიხაილ როთი - დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს თავისუფლება, დემოკრატია და ევროპული ღირებულებები გაიმარჯვებს

მმართველი პარტიის ცილისმწამებლური კამპანიის მიუხედავად, ჩემთან დისკუსიისა და კამათის ინტერესი დიდია, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ში წერს.
„დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს თავისუფლება, დემოკრატია და ევროპული ღირებულებები“, - წერს როთი და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში“ გამართული შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.
შეგახსენებთ, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში გუშინ ჩამოვიდა. საქართველოს შემდეგ ის სომხეთს ეწვევა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.