მიხაილ როთი: დარწმუნებული ვარ: თავისუფლება და დემოკრატია საქართველოში გაიმარჯვებს. ახალი უნდა ჩატარდეს! ერთადერთი გლობალური ომის პარტია ვერ გაიმარჯვებს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი, მიხაილ როთი ქართველ ხალხს დამდეგ ახალ წელს ულოცავს.

გერმანელმა დიპლომატმა, საკუთარი სურვილები ქართველი ხალხის მიმართ CNews-თან ექსკლუზიურად გააჟღერა და მიმდინარე წელი შეაჯამა.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო საქართველოში,

ამ წელს, რომელიც დასასრულს უახლოვდება, თქვენ დაწერეთ ისტორია. თქვენ გადაარჩინეთ ევროპის პატივი. იქ, სადაც ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერები დუმან და თავს იკავებენ, თქვენ ევროპული ღირებულებების მხარდამჭერები ხართ. თქვენ არ მიეცით თავს უფლებას, შეგშინებოდათ მმართველი პარტიის, ავტორიტარული რეჟიმის, უშიშროების ძალების. თქვენ ხმა ამოიღეთ სამოქალაქო საზოგადოებისა და უმცირესობების კრიმინალიზაციის წინააღმდეგ, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, კონსტიტუციის დარღვევის წინააღმდეგ. თქვენ დადექით ქვეყნად ერთადერთი გლობალური ომის პარტიისთვის, რუსეთისთვის „ქართულ კოშმარის“ მიერ საქართველოს მიყიდვის მცდელობის წინააღმდეგ.

გმადლობთ გამბედაობისა და გამძლეობისთვის! ევროპელების აბსოლუტური უმრავლესობა თქვენს მხარესაა. გთხოვთ არ დანებდეთ.

გთხოვთ ნუ შეგეშინდებათ.

გთხოვთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს!

დარწმუნებული ვარ: თავისუფლება და დემოკრატია საქართველოში გაიმარჯვებს. ახალი უნდა ჩატარდეს! უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!

ერთადერთი გლობალური ომის პარტია ვერ გაიმარჯვებს.

ჩვენი ევროპა გაიმარჯვებს.

თქვენ გაიმარჯვებთ!

მოუთმენლად ველი, რომ მალე შევძლებ თბილისის, ევროპის ნამდვილი დედაქალაქის მონახულებას!

ყველას ვუსურვებ მშვიდობიან 2025 წელს თავისუფლებასა და თვითგამორკვევას!“, – განაცხადა როთმა CNews-თან საუბრისას.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს