მიხაილ კალუგინი: და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან. ჩვენ მზად ვართ თბილისთან თანამშრომლობა უფრო განვავითაროთ

საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ აღიარა, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა მოითხოვა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა, კრემლის პროპაგანდისტულ TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
“დასავლელებისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონი გეოგრაფიულად შორეული და კულტურულად უცხოა. მათი განზრახვები იქ არ არის კონსტრუქციული, არამედ დესტრუქციულია, დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ თამაშებთან და აღარ არის მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ. ამ მხრივ, მრავლისმთქმელია თბილისის საჯაროდ აღიარება, რომ 2022 წლიდან, ფაქტიურად მოითხოვდნენ მოსკოვის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას“, – თქვა მან.
მისივე თქმით, საქართველოსთან “თანამშრომლობის განვითარებისთვის” მზად არის.
“რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან. ჩვენ მზად ვართ თბილისთან თანამშრომლობა უფრო განვავითაროთ და პრაქტიკული საკითხები კონსტრუქციულად გადავჭრათ. ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ საკუთარი ხალხის ინტერესებით იხელმძღვანელებს და რესპუბლიკის რუსეთთან დაპირისპირებაში ჩათრევას არ დაუშვებს. – აღნიშნა კალუგინმა.
კალუგინმა დასძინა, რომ რუსეთი, თავის მხრივ, “აგრძელებს მუშაობას პოსტკონფლიქტურ პერიოდში საქართველოს ურთიერთობების აღსადგენად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. ეს მუშაობა მიმდინარეობს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.“

ასევე დაგაინტერესებთ

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუცია – მოვუწოდებთ საფრანგეთის მთავრობას, საჯაროდ დაგმოს რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე

გრიგოლ გეგელია – თუ ეს რეჟიმი გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და ხელს შეუწყობს სიტუაციის დეესკალაციას, ასეთ ვითარებაში, დაინტერესებული ვართ, ვაწარმოოთ შესაძლო დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნაზე