მიხაილო პოდოლიაკი – უკრაინა „დრუჟბას“ გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტს შეაჩერებს

1-ელი იანვრიდან უკრაინის ტერიტორიაზე „დრუჟბას“ ნავთობსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტი შეწყდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„გარდა გაზისა, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მუშაობას „დრუჟბას“ ნავთობსადენიც შეწყვეტს“, – განაცხადა მან.
პოდოლიაკის თქმით, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა – სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი -რუსულ ნავთობს ამ ნავთობსადენით ღებულობს, მაგრამ ევროკავშირის რეზოლუციის თანახმად, ამ ქვეყნებმა ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია უნდა მოახდინო და უკრაინის გავლით ტრანზიტი უნდა შეწყვიტონ.
პოდოლიაკის განმარტებით, ეს ეხება გაზსაც და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ტრანზიტი შეწყდება, თუმცა თუ ევროპის ქვეყნებს ყაზახური ან აზერბაიჯანული გაზი დასჭირდებათ, მაშინ უკრაინა მზად არის მისი ტრანსპორტირებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს