ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხაელ როთი საქართველოში ვიზიტს გეგმავს

მიხაელ როთი საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს.
„მოუთმენლად ველი შეხვედრებს მეგობრებთან, მოკავშირეებთან და თავდადებულ ევროპელებთან საქართველოსა და სომხეთში“, — წერს როთი X-ზე.
Let’s go East! #ontheRoth 🇪🇺 again. Looking forward to meeting friends, allies and committed Europeans in Georgia 🇬🇪(September 16-18) and Armenia 🇦🇲 (September 18/19). — Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) September 10, 2024
გერმანელი დეპუტატის ვიზიტი თბილისში 16-18 სექტემბერს, სომხეთში კი — 18-19 სექტემბერს იგეგმება.
მიხაელ როთი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, რომელიც „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულადაა განწყობილი. ის იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც მმართველ პარტიას „ქართული კოშმარი“ უწოდა. მიმდინარე წლის მაისში, როდესაც როთი თბილისში იმყოფებოდა, ის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზეც მივიდა.
წინა კვირას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიხაილ როთი დაასახელა ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც არ შეხვდა საქართველოში ვიზიტით ჩამოსულ გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც მიხაილ როთი საერთოდ არ იმყოფებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.