ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხაელ როთი: გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს

მიხაელ როთი: გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი“ არ უნდა შეიკრიბოს.

„გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს. სოლიდარობა ყველა მშვიდობიანი აქციის მონაწილეს საქართველოში“, - წერს როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, დღეს, 12:00 საათზე XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნება. პარლამენტის სასახლეში პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით არჩეული დეპუტატები იკრიბებიან. მათ ცესკო-ს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე რეგისტრაცია გაიარეს. „ქართული ოცნების“ გარდა, არც ერთი ბარიერგადალახული პარტია 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.