მიწის სისტემური რეგისტრაციის უფასო პროგრამა დასრულდა – მომსახურება ფასიანი გახდა

საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაციის უფასო პროგრამა დასრულდა. 1 იანვრიდან მიწის ნაკვეთების აზომვა, საკადასტრო სამუშაოები და საკუთრების უფლების რეგისტრაცია თანხის გადახდით მოხდება.
მანამდე, რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციას საჯარო რეესტრი აგროვებდა და პროცესი მოქალაქეებისთვის უფასო იყო. ახალი წესით, დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია მხოლოდ ინდივიდუალური განაცხადის საფუძველზე და შესაბამისი საფასურის გადახდით უნდა გაიარონ.
არსებული ინფორმაციით, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მაქსიმალური ღირებულება შესაძლოა 1200 ლარამდე განისაზღვროს.

ასევე დაგაინტერესებთ

“”ქართული ოცნების” 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ქართველ ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში 1.5 ლარზე მეტი უჯდება. ამ თანხით სკოლებში უფასო კვების პროგრამა დაფინანსდებოდა და პენსია 1 წლით 92 ლარით გაიზრდებოდა”