არქივი10 იანვარი, 2024, 15:56
მიწის მასის ჩამოშლის გამო მოძრაობა შეზღუდულია თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე მოძრაობა შეზღუდულია. მიზეზი არის ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოწოლილი მიწის მასა.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული ტექნიკა მუშაობს, რათა მოძრაობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.