ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტრამპის შტატის საარჩევნო ბიულეტენიდან ამოღების მოთხოვნა

მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დონალდ ტრამპი დარჩება მიჩიგანის შტატის კენჭისყრის პროცესში. სასამართლომ პრაიმერიზის პროცესზე მის დაბლოკვას მხარი არ დაუჭირა და ძალაში დატოვა ქვედა პალატის გადაწყვეტილება. ტრამპს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს შტატის პრაიმერიზში, რომელიც 27 თებერვალს ჩატარდება
მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ არ განიხილავს შტატის ოთხი ამომრჩევლის საჩივარს. სარჩელი ეყრდნობოდა კონსტიტუციის იმ დებულებას, რომელიც კრძალავს თანამდებობდა დაიკავონ ისეთმა პირებმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ "აჯანყებაში", რაშიც იგულისხმება ტრამპის მხრიდან კაპიტოლიუმის შენობაში არეულობის წაქეზება.
მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ "სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ სასარჩელო საკითხი სასამართლოში უნდა იხილებოდეს".
Free Speech for the People - ჯგუფმა, რომელმაც სარჩელი შეიტანა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პროცედურული ნიშნით იქნა მიღებული.
გადაწყვეტილებას ტრამპიც გამოეხმაურა და დაწერა:
"მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ მკაცრად და სამართლიანად უარყო სასოწარკვეთილი დემოკრატების მცდელობა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წამყვანი კანდიდატი, მე, მიჩიგანის დიდ შტატში ამოეღოთ კენჭისყრიდან".
სასამართლოს გადაწყვეტილება არ გააგრძელოს საქმე ტრამპის წინააღმდეგ, მკვეთრად კონტრასტრულია კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილებასთან:
· სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს კოლორადოს პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.