ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიშელი: საქართველოში ჩატარდა არჩევნები და არსებობს გაყალბების ეჭვები, საჭიროა გამოძიება

მიშელი: საქართველოში ჩატარდა არჩევნები და არსებობს გაყალბების ეჭვები, საჭიროა გამოძიება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში გაყალბების სერიოზული ეჭვები არსებობს.
როგორც მიშელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ევროპელი ლიდერები უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. მიშელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზეც საუბრობს.
"პირველ რიგში, მე ვიცი ქართველი ხალხის გულწრფელი მისწრაფება, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. მეორეს მხრივ, საქართველოში ჩატარდა არჩევნები და არსებობს გაყალბების სერიოზული ეჭვები და ეს საჭიროებს სერიოზულ გამოძიებას. ამ საკითხთან მიმართებით ჩვენ გვჭირდება დარწმუნება, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ, რაზეც ახლა ეჭვები არსებობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში. იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა პრემიერმინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გავუზიარო", - თქვა მან.
მთავარი არხის კითხვას, მოსალოდნელია თუ არა სანქციები და უვიზო რეჟიმის გადახედვა დადგეს დღის წესრიგში, ასე პასუხობს: "ჩვენ ევროპულ საბჭოში შევაფასებთ სიტუაციას და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელი ლიდერები მკაფიო სიგნალს გააგზავნიან".

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.