არქივი20 თებერვალი, 2025, 20:53
მიშა ჩარკვიანი ორ დღეში სამჯერ დააჯარიმეს – ჯამურად, 15 000 ლარით – დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რეჟისორ მიშა ჩარკვიანი გზის გადაკეტვის გამო, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია, 2 დღეში 15 ათასი ლარით დააჯარიმეს.
კონკრეტულად მიშა ჩარკვიანს ორ დღეში მესამედ დაურეკეს გზის გადაკეტვის გამო. ცხადია, არც ერთ ერთხელ არ გადაუკეტავს. 15 000 ლარი. ამხელა უსამართლობას, ცინიზმს და შეურაცხყოფას მე იუმორით ვერ ვუყურებ. სრული განუკითხაობაა“, -წერს თავაძე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.