მიშა მშვილდაძე: მალხაზ ასათიანს არაფერი უთქვამს ისეთი, რასაც ყოველდღე არ გვეუბნებიან …

მიშა მშვილდაძე მალხაზ ასათიანის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ რუსი სპორტსმენების სპორტული ღონისძიბებიდან მოკვეთას არ მიესალმება:

“მალხაზ ასათიანს არაფერი უთქვამს ისეთი, რასაც ყოველდღე არ გვეუბნებიან ღარიბაშვილი, წულუკიანი, , რიჟვაძე და ბიძინას სხვა აღზევებული მონები.

ამას თან თავისი მთელი ახალგაზრდობა და წარმატებული კარიერა ქემაინც აქვს რუსეთში გატარებული, მეგობრები ყავს, ხალხს იცნობს, პატარა სენტიმენტიც ექნება შემორჩენილი და ადამიანური სუბიექტურობით და ინფორმაციის ნაკლებობით ადვილად აიხსნება რაც მობოდა – ბიძინას ქოცისგან განსხვავებით, რომელსაც ფულის შოვნის გარდა არაფერი ამოძრავებს საერთოდ.

ჰოდა, განა უნაგირს არ უნდა მოხვდეს – მოხვდეს – ოღონდ ცხენზე მეტი რო მოხვდეს, არაა სწორი – თორე გამოვა, რო მოვერიეთ და ვჩაგრავთ ამას იმათზე ჩაბოღმილები.

რუსეთს რომ გოლი გაუტანა და მოვუგეთ, ეგ ისტორიაა, მაგის ემოციებიც დარენდერებულ-გახარჯულია უკვე და მანდ აღარაფერი შეიცვლება.

ზოგადად, სამწუხაროა ძალიან, როცა განსაკუთრებული უნარების ადამიანები განსაკუთრებულ უგუნურებას დემონსტრირებენ.

მარა მთავარი ბოროტი მოღალატე და ოკუპანტთან კოლაბორაციონისტი სად გვიზის, არ დაგვავიწყდეს”

ასევე დაგაინტერესებთ