მიქაუტაძის მე-16 გოლი – “ვილიარეალმა” სეზონი “ატლეტიკოსთან” ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა

ლა ლიგის ბოლო მატჩში „ვილიარეალმა“ სახლში „ატლეტიკო“ 5:1 დაამარცხა.
1 გოლი მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. მან მოედანი 88-ე წუთზე მარჯვენა ბარძაყის დაზიანების გამო დატოვა. თუმცა, ისე მოჩანდა, სერიოზულად არ დაშავებულა – ძველი ტრავმის მცირე რეციდივია.
მიქაუტაძემ აწ უკვე გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 44 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
„ვილიარეალმა“ ჩემპიონატი 72 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.
„ატლეტიკო“ 69 ქულით მეოთხე პოზიციაზე დარჩა და ისიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
ვილიარეალი. „კერამიკა“
ვილიარეალი – ატლეტიკო 5:1
გოლები: 1:0 პარეხო (30, პენ), 2:0 პერესი (34), 3:0 პუბილი (43), 4:1 გიუე (45), 5:1 პერესი (54)